ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მალხაზ მაჩალიკაშვილი აღდგომის დღესასწაულის შემდეგ აქციებს აანონსებს

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აქციებს აანონსებს. მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ აქციები აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება. მისი თქმით, აქციას სოლიდარობის მიზნით სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებიც შეუერთდებიან. მალხაზ ლაჩალიკაშვილი ამბობს, რომ არაერთი დაპირების მიუხედავად საქმე ობიექტურად გამოძიებული არ არის. ის სუს-ის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის და სპეცოპერაციაში მონაწილე და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

„მე ვიცი რას ნიშნავს მართლმადიდებლური სამყაროსთვის აღდგომა, ამიტომ ამ პერიოდის გავლას დაველოდები და დავიწყებთ აქციებს. მოთხოვნები უცვლელია, ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას და სიმართლის დადგენას. გომელაურმა და მისმა ბანდამ, იმ სპეცრაზმელმა უნდა აგონ პასუხი. დაინტერესება საზღვარგარეთიდანაც არის და ჩვენი თანამოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნიდან აპირებენ შემოგვიერთდნენ. მე თავად ვაპირებ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლას და ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველებთან ერთად გავაპროტესტებთ უსამართლობას. მე საზოგადოებასთან ერთად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს!“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

შეგახსენებთ, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მისი შვილი თემირალნ მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. გამოძიება მას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირს ედავებოდა. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულია 4 პირი.  ის საავადმყოფოში რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

იტვირთბა....