aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქსტატი: გასულ წელს 512-ი ერთ წლამდე ჩვილი გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

2017 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 53 293-ია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყანაში 27 658 ბიჭი და 25 635 გოგო დაიბადა. შესაბამისად, ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე დაიბადა 107.9 ბიჭი. წინა წელთან შედარებით ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 5.8%-ით შემცირდა.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს ყველაზე მეტი დაბადება დაფიქსირდა თბილისში (14 906 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (341 ბავშვი).

რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2016 წელთან შედარებით 5.8%-ით შემცირდა და 47 822 ადამიანია. ისევე როგორც დაბადების შემთხვევაში, 2017 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (11 976 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (736 კაცი).

სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ გასულ წელს, 512 ჩვილი (1 წლამდე ასაკის ბავშვი) გარდაიცვალა.

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში.

იტვირთბა....