aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ინაშვილი: “წინასაომარ ვითარებაში ვართ, რუსეთი რომ აქეთ ტანკებით დაიძვრება, პირველი ესენი შეუძვრებიან“

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე პროცესს თუ გადავხედავთ, პრაქტიკულად, წინასაომარ ვითარებაში ვართ, ამაზე 2008 წლის ომის წინა პერიოდი, ივნის–ივლისი მახსენდება – აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი. პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ , ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ტრაგიკომედიაა, როდესაც რუსეთთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს და შვეიცარიის საელჩოში რუსეთის სექტორის რიგითი თანამშრომელი “თურმე, საქართველოდან მხოლოდ იმიტომ უნდა გაუშვან, რომ ბოკერიამ, ბარამიძემ, ბაქრაძემ და სხვებმა ისიამოვნონ.” ინაშვილი პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი მიღება შეცდომა იყო:

„ეს არის შედეგი ჩვენი რეაქციებისა. მაგალითად, თავისთავად მნიშვნელოვანი რეზოლუციის მიმართ, რომელიც მივიღეთ და რომლის სულისკვეთებასაც ვიზიარებთ, მეტიც, მასთან მიმართებაში ჩვენ უფრო მკაცრი პოზიციებიც კი გვქონდა, რათა იქ სხვადასხვა ნიუანსები, თუნდაც, დამნაშავეთა დასჯასთან დაკავშირებითაც ასახულიყო, მაგრამ ეს პოლიტიკაა და ჩვენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან უნდა გამოვდიოდეთ; ზუსტად გვესმოდეს, ამ რეზოლუციას რა დროს ვიღებთ, რუსეთის მხრიდან რა საპასუხო რეაქციები იქნება და ეს ჩვენს ქვეყანას რას მოუტანს.

ეს რეზოლუცია დღეს, ამ ვითარებაში, ამ ფორმით, ამ კონტექსტით არ უნდა მიღებულიყო და ჩვენმა ფრაქციამ მას მხარი ამიტომ არ დაუჭირა. ან, სოლიდარობას ვის ვუცხადებთ?! რუსეთი რომ აქეთ ტანკებით დაიძვრება, თქვენს სტუდიაში მსხდომი ექსპერტებიდან, რომელი ერთი წავა და საქართველის მიწებს დაიცავს?! თუ საჭირო გახდა, იმ რუსებს პირველი ესენი შეუძვრებიან. ეს კინო ნანახი მაქვს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

იტვირთბა....