aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კაკაბაძე: საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა უნდა დატოვოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა უნდა დატოვოს – ამ მოთხოვნას ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აყენებენ. ისინი უმკაცრეს რეაგირებას ითხოვენ სექსუალური შევიწროების იმ ფაქტზე, რომლის შესახებაც “შაბათის კურიერში” იყო საუბარი. მათი აზრით, საქმე ფასადურ უფლებების დაცვასთან გვაქვს, რადგანაც თეა წულუკიანი თითქოს  და გამოირჩევა ქალთა უფლებების დაცვით, თუმცა საკუთარ თანამშრომლებს ის ხელს აფარებს.

„სამწუხაროდ საქმე გვაქვს, რაღაც ფასადურ უფლებების დაცვასთან. მე ამ შემთხვევაში თეა წულუკიანზე ვსაუბრობ, რომელიც თითქოს და გამოირჩევა ქალთა უფლებების დაცვით. მაგრამ მაშინ, როდესაც ეს მის ირგვლივ ადამიანებს ეხება მისთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი და ის ხელს აფარებს მის მოადგილეს, თანამშრომელს თუ კოლეგას, მაშინ როდესაც ის არაერთი ქალის მიერ არის მხილებული ასეთ ძალადობაში,“-განაცხადა ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს პაპუნა უგრხელიძეს სახალხო დამცველის ოფისმა თანამშრომლის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია დაუდგინა. ომბუდსმენის ოფისის დასკვნა 2017 წლის გაზაფხულზე მომზადდა. უგრეხელიძე ახლა სამუშაო ვიზიტით აშშ-შია. მისი სავარაუდო მსხვერლი უკვე პრესასთან ღიად ლაპარაკობს.

 

იტვირთბა....