ადვოკატი: დღეს დაკითხულმა მოწმეებმაც ჩვენება შეცვალეს - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: დღეს დაკითხულმა მოწმეებმაც ჩვენება შეცვალეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით, დღევანდელ პროცესზე, ბრალდების მხარის სხვა მოწმეების მსგავსად, დღეს დაკითხულმა მოწმემაც ჩვენება შეცვალა. ადვოკატის თქმით, მოწმის მიერ მიცემული ჩვენება შინაარსობრივად წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეების ჩვენებებთან.

„არ მსურს განხილვაში შესვლა, თუ რა ტიპის ინფორმაცია მოგვაწოდა მოწმემ, რადგან დაკითხვა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა რა ინფორმაციაც მან სასამართლოს მიაწოდა, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ისევე როგორც ბრალდების მხარის სხვა მოწმეებმა, აღნიშნულმა მოწმემაც უმნიშვნელოვანეს საკითხებზე შეცვალა გამოძიებაში მიცემული ჩვენება. დასკვნით სიტყვაში დაცვის მხარე დაასაბუთებს, რომ ეს მოწმე, ისევე როგორც სხვა მოწმეები, არადამაჯერებელ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს“, – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

ამავე თემაზე
იტვირთბა....