aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე: “რეზოლუციაში ასახულია ჩვენი მკაფიო ხედვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტის კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ რზოლუციაში ასახულია მკაფიო ხედვა და მიდგომა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან და ისტორიული რეგიონების ოკუპაციასთან დაკავშირებით.

კობახიძის შეფასებით, რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის ქმედებები და დამოკიდებულებები საქართველოსთან მიმართებაში.

„დღეს საქართველოს პარლამენტმა ფართო კონსენსუსით მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის შესახებ.

ამ რეზოლუციაში ასახულია ჩვენი მკაფიო ხედვა და მიდგომა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან და ჩვენი ისტორიული რეგიონების ოკუპაციასთან დაკავშირებით.

ჩვენ რეზოლუციით კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება და დავგმეთ: რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, ჩვენი ისტორიული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაცია და ე.წ. საზღვარზე ხელოვნური ბარიერების აღმართვა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა: ჩვენი მოქალაქეების – გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა; ქართული სოფლების განადგურება, ქართული ეკლესიების დაზიანება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის მცდელობა; ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის წართმევა; იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დარღვევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის  განცხადებით, რეზოლუციით საქართველომ კიდევ ერთხელ მოითხოვა რუსეთის ფედერაციისგან ხელი არ შეუშალოს გამოძიების ჩატარებას არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით.

„მოითხოვეთ  ხელი არ შეუშალოს სამართლის აღსრულებას გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, შეწყვიტოს ჩვენი ისტორიული რეგიონების უკანონო ოკუპაცია და გააუქმოს მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებები, შეაჩეროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, უზრუნველყოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....