aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გაჩეჩილაძე: “კარგი იქნებოდა რეზოლუცია მხოლოდ უმრავლესობას მიეღო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის რეზოლუციას განიხილავენ, რომ რეზოლუციას მხარს უჭერს, მაგრამ კარგი იქნებოდა, იგი მხოლოდ უმრავლესობას მიეღო.

„უმრავლესობაში წარმოდგენილია სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებების 116 კაცი, 8 ფრაქცია და 5 პარტია. ეს უმრავლესობაა, რომელმაც თავის თავზე აიღო იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული და ბუნებრივია, რომ სასურველი არ არის, მას ამგვარ საკითხებთან დაკავშირებით კონტაქტი ჰქონოდა ისეთ ფრაქციებთან და პარტიებთან, რომლებიც უშუალო მონაწილეები არიან, თუ არა შემქნელები, იმ უბედურებისა, რომლებიც ჩვენს საქართველოს დაატყდა თავს. აი, ხომ ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ერთობლივი პოზიციით გამოვდივართ, მაინც ეს ხალხი, რომელმაც უდიდესი ცოდვა ჩაიდინა და შეცდომა დაუშვა სახელმწიფოს წინაშე, აქეთ გვდებენ ბრალს, გვლანძღავს და გვაყენებს შეურაცხყოფებს. ამას ხომ წერტილი უნდა დაესვას“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

გაჩეჩილაძემ წევრმა, “ევროპული საქართველოს”  წევრ გიგა ბოკერიას უპასუხა და აღნიშნა, რომ უმრავლესობაში შემავალი პარტიები არა „ქართული ოცნების“ სატელიტები, არამედ ერთ გუნდის წარმომადგენლები არიან.
„სატელიტები სხვა რამეა და თუ გინდათ არ განვმარტო რა არის, ჩართეთ ქართული მედია, მარტო „რუსთავი 2“-ს არ ვგულისმობ და ნახეთ, როგორ ხართ გამოჭიმულები 24 საათი სხვადასხვა არხზე, როგორ ბენეფისებს გიკეთებენ სხვადასხვა ტელევიზიები მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობაშია 5 პარტია და ჩვენ ეს ტელევიზიები არ გვეკარებიან“, – დასძინა გიორგი გაჩეჩილაძემ.

იტვირთბა....