aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის მერიაში ტენდერები, ძირითადად, ერთი პირის მონაწილეობით ჩატარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

2016 წელს ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით  “ბათუმელები” ავრცელებს.

აუდიტის შეფასებით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასრულყოფილი დაგეგმვა, ტექნიკური პირობების დაინტერესებულ კომპანიაზე მისადაგება და სხვა.

აუდიტის ინფორმაციით, ბათუმის მერიაში დადებითი შედეგით დასრულებული ტენდერების  54,1% ჩატარდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უმეტეს შემთხვევაში არ შეცვლილა ან უმნიშვნელოდ შემცირდა.

“ათი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი შესყიდვის ანალიზმა, რომელშიც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, გვიჩვენა, რომ ამ შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება (26 506 578) ლარი, მხოლოდ 0.5%-ით შემცირდა (26 380 067 ლარამდე) “, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის სამსახური თვლის, რომ მერიის შესაბამის სამსახურებს არ ჩაუტარებიათ კვლევა არაკონკურენტული ტენდერების მიზეზების დასადგენად.

“მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასრულყოფილი დაგეგმვა, ტექნიკური პირობების კონკრეტულ დაინტერესებულ კომპანიაზე მისადაგება, ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის ურთიერთშეთანხმება და სხვა,“- წერია განცხადებაში.

იტვირთბა....