aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მთავარ პროკურატურას მიმართეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა თამაზ ახობაძემ და ანა სუბელიანმა მთავარ პროკურატურას ოფიციალური განცხადებით მიმართეს.

ერთ-ერთი მათგანი, ანა სუბელინი სამინისტროს გადაწყვეტილებას არასამართლიანად და არასახელმწიფობრივად მიიჩნევს.

„ნახევარ წელზე მეტია, რაც გადაწყვეტილება არის გამოტანილი სასამართლოს მიერ და მაინც არ სრუდება. ჩვენ სხვადასხვა აქტივობებით გამოვიწვიეთ ის, რომ თეა წულუკიანს ღიად დაეფიქსირებინა პოზიცია. ის ამბობს ასეთ რამეს, რომ სამინისტრო შეისწავლის სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამის შესაბამისად იმოქმედებს, რაც სრულიად უკანონო და არასახელმწიფოებრივია.“- ამბობს ანა სუბელიანი.

იუსტიციის სამინისტრო ყველა სასამართლო ინსტაციის გავლის შემდეგ დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებს. მას ევალება გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნება და განაცდურის, დაახლოებით 4 წლის სრული ანაზღაურების გადახდა.

იტვირთბა....