aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბესელია: “გერმანულ მხარესთან დიალოგი მუდმივად გვაქვს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, გემრნიის მხრიდან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას გამოეხმაურნენ.

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხის წინაშე არ დგას.

“მე არ მგონია, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები პატივისცემით ეკიდებოდნენ იმ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან”, – განაცხადა თამარ ჩიგოშვილმა.

ეკა ბესელიას თქმით კი გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და სხვა ქვეყნების შესაბამის უწყებებთანაც თანამშრომლობა გრძელდება.

“მუდმივი დიალოგი არის ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა და ჩვენი მოქალაქეები ძალიან აქტიურად იყენებენ ამ მართლაც უნიკალურ შესაძლებლობას. არის ცალკეული ძალიან უსიამოვნო, სამწუხარო შემთხვევები, ამიტომ დიალოგი საერთაშორისო ურთიერთობების ფორმატში, მათ შორის გერმანილ მხარესთან და არამარტო, სხვა ქვეყნებთანაც, მუდმივად გვაქვს, იმისთვის რომ შევინარჩუნოთ ის უდიდესი სიკეთე, რაც არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა. ამისთვის მზადყოფნა გვაქვს და რაც კი არის საჭირო აღმასრულებელი და საკანონმდებლო დონეზე ამ პრევენციული ღონისძიებებისთვის, ამ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში გამოიკვეთება და დავგეგმავთ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა.

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა.

იტვირთბა....