aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის მიზნით რეგულაციები მკაცრდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის მიზნით, შემაკავებელი ორდერის გამოწერა, ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვა მარტივდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს გამოაქვს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხში სიტუაციის რადიკალურად შეცვლა ქვეყნის ღირსების საკითხია.

„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება გახლავთ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით რეგულაციის გამკაცრება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არის საკმაოდ არასახარბიელო სტატისტიკა ამ მიმართულებით. ამაზე ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ. მეც მქონდა საუბარი არაერთხელ და ერთ-ერთი ნაბიჯი ამ მიმართლებით არის შემაკავებელი ორდერის გამოწერის გამარტივება და ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვის გამარტივება. დღემდე ეს ნაბიჯი იყო დისკრეციული და ჩვენ ვაკონკრეტებთ შემთხვევებს, როდესაც სავალდებულო იქნება შემაკავებელი ორდენის გაცემა და ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვა“, – განაცხადა პრემიერმა.

 

იტვირთბა....