aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში სასულიერო პირები იმყოფებოდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოკუპირებულ ცხინვალში საეჭვი ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის სახლში დღეს საპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სასულიერო პირებმა არჩილ ტატუნაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

„მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით, მცხეთა-თბილისის რამდენიმე მონასტრიდან, ტაძრიდან დღეს შევიკრიბეთ სამღვდელოება, მოვედით, რათა ნუგეში გვეცა ამ ოჯახისთვის, ადამიანური თანადგომა გამოგვეხატა და გადავიხადეთ პანაშვიდი არჩილის სულის მოსახსენებლად. ღმერთმა აცხონოს მისი სული და გააძლიეროს ამ მძიმე განსაცდელის ჟამს მისი ოჯახი“ – განაცხადა დეკანოზმა იაკობ მახიაშვილმა.

ცნობისთვის ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების თხოვნით პატრიარქმა გუშინ რუსეთის პატრიარქ კირილს წერილით მიმართა. თუმცა დეკანოზი ამბობს, რომ მისთვის უცნობია თუ როგორ განვითარდა მოვლენები.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....