aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ჩხუბის თვითმხილველი დაიკითხება

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი დაიწყო. როგორც ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატმა ეკატერინე მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე იმ წითელი მანქანის მძღოლი დაიკითხება, რომელიც მოზარდებს შორის ჩხუბის უშუალო თვითმხილველია. მისი თქმით, ასევე იგეგმება 51-ე სკოლის პედაგოგის დაკითხვა.

„სკოლის პედაგოგი ზოგადად ისაუბრებს იმაზე, თუ რა გახადა მისთვის ცნობილი შემთხვევის შემდეგ.  წითელი მანქანის მძღოლმა მოზარდებს შორის კონფლიქტამდე, მანქანა ხორავას ქუჩის #4-ში გააჩერა.  შესაბამისად, გარკვეული ფაქტები მისთვის ცნობილია. მან ტერიტორია ინცინდენტის მიმდინარეობის დროს დატოვა. აღნიშნული მოწმე საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაცია ფლობს“ – განაცხადა ეკატერინე მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

იტვირთბა....