ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი: “ხანძარი ლიკვიდაციისკენ მიდის”

“თერგის” ბაზრობაზე ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. ხანძარი დაახლოებით 2000 კვ.მ ტერიტორიას უკიდია. ცეცხლი მეორად ტანისამოსს, სიგარეტსა და სხვა პროდუქცია უკიდია.

ადგილზე მისულია ქალაქის მერი კახა კალაძეც, მაგრამ მას ჯერ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ადგილზე საკრებულოს “ქართული ოცნების” ფრაქციის წევრი ვატო შაქარიშვილიც იმყოფება. მისი განცხადებით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

“ხანძარი ლიკვიდაციისკენ მიდის. მადლობა უნდა ვუთხრა სახანძრო სამსახურს. გავერკვევი დეტალებზე და მერე ვისაუბროთ დეტალებზე. საბედნიეროდ დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება”, – აცხადებს შაქარიშვილი.

სამართალდამცავები მოვაჭრეებს უფლებას არ აძლევენ, რომ მათ საქონლის ნაწილის გამოტანა და გადარჩენა სცადონ.

ამავე თემაზე
ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....