aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აუდიტი: 28 მილიონიანმა Check in Georgia-მ 3 მილიონიანი შემოსავალი მიიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში განხორციელებულ კონცერტებზე, რაშიც ბიუჯეტიდან 28 მილიონი ლარი დაიხარჯა, გაყიდული ბილეთებიდან 2016 წელს მთვარობამ 3 044 030 ლარი მიიღო. ინფორმაციას აუდიტის სამსახური ავრცელებს.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, მთავრობამ 2016 წელს Check in Georgia-ს ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით 28 000 000 ლარი გამოყო. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებას:
მსოფლიო კლასის არენა შოუ – 4
რეგიონული კონცერტი ქვეყნის 17 ქალაქში – 46 აქტივობა
ბათუმის ქუჩის წარმოდგენები – 40 აქტივობა
ბათუმის კოლონადებთან და კორტებზე გამართული კონცერტები
გამართული ღონისძიებებიდან სამი კონცერტი იყო ფასიანი: ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის და MAROON 5-ის, დანარჩენ კონცერტებზე დასრება უფასო იყო.
აუდიტის სამსახურის ცნობით, 3 კონცერტის ფარგლებში ბილეთების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა სულ – 3 044 030 ლარი.

დასკვნაში აღნიშნულია ისიც, რომ კონცერტებზე ბილეთების რეალიზაცია განახორციელა კულტურის სამინისტროს სსიპ “კულტურის საინვესტიციო ფონდმა” და შპს „ონლაინ თიქეთსმა“.

“საინვესტიციო ფონდი არ ახდენდა ჩატარებული კონცერტების მიხედვით გაყიდული ბილეთების შესახებ TKT.GE-ს მონაცემთა ბაზიდან დეტალური ინფორმაციების (გაყიდვის არხების (ონლაინ, სალარო) და ოპერატორების, პერიოდების მიხედვით გადახდებზე, მომხმარებლებზე, შეკვეთებზე) რეპორტირებას და დადოკუმენტირებას – და შემოსავლის აღიარება ხორციელდებოდა პროგრამიდან გენერირებული სტატისტიკური ანგარიშების საფუძველზე გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტების შესაბამისად”,- წერია აუდიტის დასკვნაში.

შესწავლის შედეგად აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ ამ სტატისტიკური ანგარიშების მიხედვით გაუყიდავი ბილეთების რაოდენობა 3 719 ერთეული იყო, რომლის ღირებულება 141 840 ლარი იყო.

წყარო: netgazeti.ge

იტვირთბა....