aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

მახარობლიშვილი: “თავშესაფრის მთხოვნელთა ნაწილი კრიმინალშია ჩართული”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროცესში, პროცედურები გარკვეულწილად უნდა გამკაცრდეს, მაგრამ ამავდროულად, არ უნდა შეიზღუდოს მოქალაქეთა შესაძლებლობა, შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით ისარგებლოს.

„მესამე ტალღა მიმართული იქნება უფრო თავშესაფრის სისტემის უსაფუძვლოდ გამოყენების კონტექსტზე, რა ზიანს მიაყენებს თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნა უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობას და ამავდროულად სახელმწიფოს. ამასთან, კრიმინალი არის თემა, რომელიც ასევე შეიძლება ითქვას, რომ გამოწვევად იქცა და რომელიც სამწუხაროდ, უსაფუძვლოდ თავშესაფრის მოთხოვნის თანმხლებია. მოსახლეობის ნაწილი, რომელიც თავშესაფარს ითხოვს, სამწუხაროდ კრიმინალში ასევე ერთვება და ჩართულია“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობა რამდენიმე მიმართულებით მუშაობს  – საინფორმაციო კამპანია და საკანონმდებლო ცვლილებები.

„როდესაც საკანონმდებლო ცვლილებებზე ვსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტორს, რომ ჩვენ ერთის მხრივ, გავამკაცროთ გარკვეულწილად პროცედურები, მაგრამ ამავდროულად, არ უნდა შევზღუდოთ მოსახლეობისთვის შესაძლებლობა, რომ შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით ისარგებლოს“, – განუცხადა “1ტვ” საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ  ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საფრთხის წინაშე არ დადგეს.

იტვირთბა....