aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

26 თებერვალს რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის-რუსეთის ფედერაციის საზღვარი-საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამის გამო, 2018 წლის 26 თებერვალს, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 07:00 სთ-მდე, გვირაბში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ტრანსპორტი გადაადგილებას რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზით შეძლებს.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა.

იტვირთბა....