aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნაცვლიშვილი: “საზოგადოებრივი მაუწყებელი და ფული- ტოლობის ნიშნით ისმის”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ განაცხადა, რომ ვერც ერთი დეპუტატისგან მოისმინა, თუ რატომ სჯერათ ამ კანონპროექტით საზოგადოებრივი მაუწყებელის გააძლირება.

„ძალიან დიდი ყურადღებით ვისმენდი თითოეული გამომსვლელის მოსაზრებებს დღეს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერც ერთი იმ დეპუტატისგან, ვინც მხარი დაუჭირეთ ამ ცვლილებებს, ვერ მოვისმინე, თქვენ თვითონ რატომ გჯერათ, რომ ეს კანონპროექტი გააძლიერებს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ვერ მოვისმინე პასუხი კითხვაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე მდგომ რომელ გამოწვევებს ხედავთ და აღიარებთ და რომ სწორედ ეს ცვლილებები პასუხობს ამ გამოწვევებს, იმიტომ რომ იმ ინფორმაციის გააზრების შემდეგ, რომელიც არსებობს, შეუძლებელია ამის გჯეროდეთ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ყველა მინუს ერთი ამბობს, რომ ეს ცვლილებები არის ცუდი და ძირს უთხრის თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, ასევე დიდ დარტყმას აყენებს სხვა მედიასაშუალებებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ზიანი არის ის, რომ საზოგადოების თვალში და სმენაში ორი სიტყვა – საზოგადოებრივი მაუწყებელი და ფული- ტოლობის ნიშნით ისმის.

იტვირთბა....