aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დონაძე: “ზურა ბაქრაძე არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორია ცრუ მოწმე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე, კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს ზაზა ბაქრაძეს ცრუ მოწმეს უწოდებს. ასევე მან პროკურატურას სამარცხვინო უწოდა.

„ზურა ბაქრაძე არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორია ცრუ მოწმე. სამწუხარო და სამარცხვინოა დღევანდელი პროკურატურის საქციელი. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ბაქრაძესთან ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომ  –  შენ თუ დაადებ ამ ადამიანებს ხელს, ვითომ არარსებულ დანაშაულს აიღებ საკუთარ თავზე და იტყვი, რომ ასე გააკეთე და ყველამ ასე გააკეთა, ძებნილობას მოგიხსნით, ჩამოგიყვანთ და სახლში მშვიდად გაცხოვრებთ, ღმერთმა იცის, კიდევ რას დაპირდნენ“, – განაცხადა გურამ დონაძემ.

ასევე დონაძე უარყოფს მის მიერ ბაქრაძის დაშანტაჟების ფაქტს.

„დღეს უკვე, როდესაც ამ ფაქტის წინაშე აღმოჩდნენ, ბაქრაძე მოძებნეს. დადოს სატელეფონო, აუდიო-ვიდეო მტკიცებულება როგორ ვაშანტაჟებ.  მისი შვილი და პროკურორი დადიან სასამართლოში, ვესალმები და ვემშვიდობები. ზურა ბაქრაძისგან არ მიკვირს, უარესები იკადროს. ბაქრაძის წარსული ვიცი რაც არის, როგორი პოლიციელიცაა“, – განაცხადა დონაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი  გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ  19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

პროკურატურამ ბრალი 5 პირს: გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურა მიქაძეს წაუყენა.

იტვირთბა....