aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე შიო: პატრიარქი სასულიერო სემინარიის სტუდენტების წერილს იცნობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პატრიარქის მესაყდრე მეუფე შიო სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტების წერილზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, აღნიშნული წერილის შესახებ უწმინდეს სრული ინფორმაცია აქვს და ამ საკითხს კარგად იცნობს.

მეუფეს თქმით, პატრიარქისთვის ცნობილია 14 პუნქტიანი წერილის შესახებ და ის იზიარებს აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრების საპასუხო წერილის პათოსს, რომ ფაქტები, რომელზეც საუბარია, ყოფილი სტუდენტების წერილში სიმართლეს არ შეესაბამება.

„უწმინდესი წერილის შინაარს კარგად იცნობს. როგორც იცით, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წერილი იყო, რომელიც შედგება პატივცემული და დიდი მეცნიერებისგან, ეს წერილი ჩვენთვის ძალიან საგულისხმოა. პატრიარქისთვის საგულისხმოა ასეთი ავტორიტეტული ადმიანების დასკვნა. საბჭოს წევრების არიან თვითმხილველები და ისინი ამბობენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება,“- განაცხადა მეუფე შიომ.

სასულიერო სემინარიის ყოფილმა სტუდენტებმა, გასულ კვირას პატრიარქს წერილით მიმართეს, სადაც ნათქვამია, რომ მღვდლების სამჭედლოში სტუდენტებს სცემენ, მონურ ფსიქიკას უვითარებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

სემინარიის ყოფილმა სტუდენტებმა გაასაჯაროვეს ფარული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მამა შალვა კეკელია აჯანყებულ სტუდენტებთან საუბრისას პირდაპირ ასახელებს ბუნტის უკან მდგარ სინოდის ერთ-ერთ წევრს, მღვდელმთავარ იოანე გამრეკელს.

იტვირთბა....