aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

„ბიტფურის” გარიგება: ცდილობენ, ბიტკოინის ირგვლივ ივანიშვილის კვალი მოსპონ

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ბიტფურის” ჯგუფის მიერ გლდანში მდებარე „დატა ცენტრის” აქტივების გაყიდვას ფინანსისტები ფორმალურ გარიგებად აფასებენ.

სპეციალისტები ეჭვობენ, რომ ამით კომპანიის მფლობელი ელექტროენერგიის გადასახადთან დაკავშირებით საზოგადოების კითხვებისგან გაქცევას ცდილობს. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, მათი შეფასებით, გადასახადისგან თავის არიდება მსხვილი ინვესტორისთვის სერიოზული მორალური პრობლემაა, რასაც სხვა გზით ვერ მოაგვარებდა. გარდა ამისა, კომპანიის აქტივების გაყიდვით “ბიტფურთან” ბიძინა ივანიშვილის კავშირი ისპობა.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, გლდანის “დატა ცენტრის” აქტივები ჩინური კომპანია CHONG SING HOLDINGS-ია, რომელიც ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული.

საქართველოში კომპანია “ბიტფურის” წარმომადგენელ ეფრემ ურუმაშვილის ინფორმაციით,
-0:12 მიღებულია.

გადაწყვეტილება, რომ ინვესტიციები გლდანის “დატა ცენტრიდან” ტექნოლოგიური განვითარებისკენ მიმართოს.

“ჩვენი კომპანია ვითარდება რამდენიმე მიმართულებით. მათ შორისაა პროგრამული უზრუნველყოფა, აღჭურვილობა, აქტიურად ვართ წარმოდგენილი აზიის ბაზარზე, გავხსენით ახალი ოფისი ტოკიოშიც, მოკლედ, ვითარდება ტექნოლოგიური პროცესები და ვნერგავთ ინოვაციებს. კომპანია ვითარდება ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე ჩავთვალეთ, რომ ინვესტიციები, რაც გამოიყო გლდანის “დატა ცენტრის” განვითარებიდან, მივმართოთ ტექნოლოგიური განვითარებისკენ”, – აღნიშნა ურუმაშვილმა.

მისი თქმით, კომპანია საქართველოში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასაც ფლობს, შესაბამისად, ქართულ ბაზარს სრულად არ ტოვებს.

“ბიტფურის” წარმომადგენლის განცხადებას სპეციალისტების ერთი ნაწილი არ ენდობა. ექსპერტები კულუარულად თუ ოფიციალურ კომენტარებში ამბობენ, რომ ასეთი კომპანიები იმიტომ თამაშდება, რათა ბიძინა ივანიშვილის სახელი ციფრული ვალუტების მწარმოებელ კომპანიას როგორმე ჩამოაშორონ. მისთვის “ბიტფურის” საქმიანობა და მასთან დაკავშირებული სკანდალი “პრესტიჟის საქმედ” იქცა და ეს რისკი უნდა აღმოფხვრან.

“სხვა კომპანიაა, სხვა მენეჯმენტი ეყოლებათ, მაგრამ მათ უკან ვინ დგას, ცალკე საკითხია. არ იქნებიან ფორმალურად, მაგრამ რა მოხდება არაფორმალურად, ეს ჩვენთვის კიდევ დიდხანს დარჩება გამოცანად”, – აცხადებენ ექსპერტები.

საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე “რეზონანსთან” დაუფარავად ამბობს, რომ “ბიტფურის” ხელმძღვანელობა საქართველოს ხელისუფლებასთან არაჯანსაღ დამოკიდებულებაშია და შეგნებულად აგორდა აქტივების გაყიდვის საქმე, რომ პასუხისმგებლობას, თუნდაც მორალურს, გაექცნენ.

“კომპანია “ბიტფურმა” საზოგადოების ყურადღება მიიქცია იმით, რომ ძალიან დიდ ელექტროენერგიას მოიხმარს. ცალკე აღებული, ეს არ არის დიდი პრობლემა, მაგრამ შესაბამისი თანხაც უნდა გადაიხადოს, რასაც ინვესტორი არ აკეთებს. “ბიტფური” სპეციალურად არის გახსნილი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, რომ მაღალ გადასახადს გაექცეს. ის არ იხდის ელექტროენერგიაზე დამატებითი ღირებულების გადასახადს, ფაქტობრივად, არაფერი შეაქვს ბიუჯეტში და ეს არის სერიოზული მორალური პრობლემა. როგორც ჩანს, ამას მიხვდა კიდეც ინვესტორი, ვის მფლობელობაშიც კომპანიაა და ახლა არჩია, რომ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს საბოლოოდ გაექცეს.

რეალურად, თიზ-ში გახსნეს ეს ცენტრი, რომ გადასახადების გადახდისგან დაეძვრინათ თავი. რატომღაც არც სურვილი აქვთ, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი გადასახადი გადაიხადონ. შეგნებულად შეარჩიეს ამისთვის საქართველო, ქვეყნის მთავრობას წინასწარ გაურიგდნენ. სხვა საკითხია, რამდენად სუფთად ჩატარდა ეს პროცესი, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არ არის ჯანსაღი ურთიერთობა. მისცეს დაბალი ტარიფით ელექტროენერგია, ეს იყო მათთვის მნიშვნელოვანი და ამიტომ შემოვიდნენ საქართველოში”, – აცხადებს გოჩა თუთბერიძე.

რაც შეეხება ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მისი თქმით, ეს ნაკლებად დამაჯერებელია.

“ვერავინ დამარწმუნებს, რომ ტექნოლოგიების განვითარებაზე გააკეთებენ აქცენტს. მაშინ გვაჩვენონ თუნდაც ერთი ინვესტიცია, რაც მიღებული შემოსავლიდან განახორციელეს, რომლითაც ხელი შეუწყვეს რაიმე პროექტის განვითარებას. იქ მიდის მხოლოდ `მაინინგი~ და მის საფუძველზე ფულის შოვნა, ანუ იაფად გამდირება.

კომპანიისთვის ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ბიტკოინის ფასი შემცირდა, თუმცა ხვალ შეიძლება, გაიზარდოს. ეს პროცესი მთლად ცხადი არ არის სპეციალისტებისთვისაც კი, მაგრამ არ არის გამორიცხული, დამაფიქრებელი იყოს ცალკეული ადამიანებისთვის, რომლებიც რესურსს დებენ ციფრული ვალუტის გამომუშავებაში”, – აცხადებს თუთბერიძე.

კომპანიის აქტივების გაყიდვის საკითხს ინვესტორის პირად გადაწყვეტილებად მიიჩნევს საფონდო ბირჟის სპეიალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ექსპერტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ემიჯნება.

“დატა ცენტრის” აქტივების გაყიდვა არ ნიშნავს, რომ კომპანიას საფრთხე ელოდება ან რაღაც განსაკუთრებული ხდება. “ბიტფურის” ფართის ან თვითონ კომპანიის გაყიდვა არის პირადი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, განპირობებული იყოს აბსოლუტურად სხვა ფაქტორებით და არა – პერსპექტივების ნაკლებობით. დაახლოებით 1 კვირის განმავლობაშიც გამოჩნდება რეალური ვითარება კრიპტოვალუტის ბაზარზე. კომპანიის გაყიდვა არის მონეტიზაცია, გარკვეულწილად, ჩვეულებრივი მოვლენა ნებისმიერ კორპორაციულ ურთიერთობებში. არაფერს უჩვეულოს ამაში ვერ ვხედავ”, – აცხადებს ხომიზურაშვილი.

შეგახსენებთ, რომ “ბიტფურთან” ბიძინა ივანიშვილის კავშირების შესახებ ინფორმაცია თანაინვესტირების ფონდმა ოფიციალური განცხადებით უარყო. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ არც ივანიშვილი და არც მასთან დაკავშირებული კომპანიები “ბიტფურში” წილებს არ ფლობენ და 2014 წელს მონაცემთა ცენტრის მოსაწყობად აღებული სესხი მან სრულად დაფარა. “ასეთი კომბინაციები იმიტომ თამაშდება, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი ციფრული ვალუტების მწარმოებელ კომპანიას როგორმე ჩამოაშორონ. მისთვის “ბიტფურის” საქმიანობა და მასთან დაკავშირებუოლი სკანდალი “პრესტიჟის საქმედ” იქცა”.

წყარო: “რეზონანსი”.

იტვირთბა....