aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რევაზ ნადარაიამ გასაუბრების დროს ანა დოლიძის აცილება მოითხოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გასაუბრების დროს,  უვადო მოსამართლეობის მსურველმა ერთ-ერთმა კანდიდატმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის აცილება მოითხოვა.

დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა,  რომ ნადარაიამ  მიზეზად მისი გუშინდელი განცხადებები დაასახელა და აღნიშნა, რომ  კანდიდატები გასაუბრებისას შემფასებლის აცილებას ითხოვენ, სიახლეს არ წარმოადგენს, ”რაც ცუდი პრაქტიკაა”.

“ე.წ. ამხანაგური გასამართლების ობიექტი კიდევ ერთხელ გავხდი. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები ჩემს საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით სათითაოდ იმეორებდნენ ხან მითითებას, ხან მოწოდებას, ხან ჭკუის დარიგებას და რჩევას. ჩემზე წნეხს ყველანაირი ფორმით ახორციელებდნენ, რასაც მხოლოდ და მხოლოდ ძველი სტილის “ამხანაგურ სასამართლოს” დავარქმევდი. აცილების გამოყენების მსგავსი პრაქტიკა, რომ თავიდან ავიცილოთ არაკომფორტული პიროვნება საბჭოს სხდომაზე, ამ შემთხვევაში, მე ვარ, ეს ახალი არაა. მანამდე იყო გამოყენებული სხვა წევრების მიმართ. ვფიქრობ, თუ ეს პრაქტიკა არ გაჩერდა, ის მომავალშიც აქტიურად იქნება გამოყენებული, რათა საბჭომ კომფორტულ რეჟიმში იმუშავოს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ უვადო მოსამართლეობის კანდიდატი რევაზ ნადარაია  იუსტიციის საბჭოს წევრია. მისივე მოთხოვნით, გასაუბრება დახურულ რეჟიმში წარიმართა, რომლის უფლებასაც მას რეგლამენტი აძლევს.

იტვირთბა....