aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუბარი: თურქეთი იძლევა გარანტიას, რომ ჩაბუქის ექსტრადიციის შემთხვევაში, მას წამება არ დაემუქრება

aviabiletebi
ავიაბილეთები

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ქართულმა მხარემ თურქული მხარისგან მიიღო დიპლომატიური გარანტია იმისა, რომ ჩაბუქის ექსტრადირების შემთხვევაში, მას წამება არ დაემუქრება.

„როდესაც თურქეთის სახელმწიფო, ჩვენი მეგობარი და მეზობელი სახელმწიფო იძლევა დიპლომატიურ გარანტიას კონკრეტულ პირზე, რომ პირველი – თუ მოხდება მისი ექსტრადიცია მოთავსდება ისეთ დაწესებულებაში, სადაც მას არ დაემუქრება წამება და რომელიც არის შესატყვისი ადამიანის უფლებების კონვენციის სტანდარტების და მეორე – საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს ექნებათ, საქართველოს საკონსულოს და კონსულს ექნება მისი პერიოდული მონახულების საშუალება.

ეს არის ჩვენთვის მყარი გარანტია, რომ შეიძლება გარკვეული პრობლემები არსებობდეს თურქეთის ციხეებში, მაგრამ ამ კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით ეს არ მოხდება. ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაიწყება მისი ექსტრადიციის საქმის განხილვა. ჯერჯერობით ამ ეტაპზე საქმე არ არის,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სააპელაციო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, პროცესზე ადვოკატებმა მოსამართლეთა კოლეგიას მტკიცებულებების სახით Human Rights Watch-ის ანგარიშიც წარუდგინეს, სადაც საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაბუქის საქმეს ეხმაურება.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ ისაუბრა, საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაზე დაყრდნობით, იმ ურთულეს და უმძიმეს სიტუაციაზე ადამიანის უფლებების კუთხით, რომელსაც ადგილი აქვს თურქეთის რესპუბლიკაში, ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობის ნათელი მაგალითები.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს და მას ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ედება.

იტვირთბა....