aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისის პროკურორის მოადგილის ცემის საქმე: უწყებამ ინციდენტში მონაწილე პირი გამოკითხა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის პროკურორის მოადგილის ცემის საქმეზე, პროკურატურაში თენგიზ გავაშელისა და მის მეუღლეს 4 საათის განმავლობაში კითხავდნენ.

„ინფორმაცია მივაწოდე იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც მოხდა. კითხვები ბევრი იყო, იმედია, რომ გამოძიება ყველაფერში გაერკვევა და ამ ფაქტს თავის სახელი დაერქმევა, გამოიძიებენ ყველაფერს,“ – განაცხადა თენგიზ გავაშელმა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, წყნეთის ქუჩაზე, გავაშელსა და თბილისის პროკურორის მოადგილეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავაშელი პროკურატურაში თავად გამოცხადდა.

იტვირთბა....