aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნინი ქარსელაძე: „დროა მორჩეს იმ ხალხის “გაპიარება”, რომელიც ცოტა “გასული”, კმაყოფილი სახეებით მორალს გვიკითხავენ, რომ ნარკოტიკი ორგანიზმს არ ვნებს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში ყველაზე აქტუალურ თემას, ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თაობის გადასარჩენად ჯობს, ჯანსაღ ცხოვრებას გაეწიოს პროპაგანდა.

„ნარკოტიკი ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ძალიან მძიმე და მტკივნეული თემაა.. იმ თაობას მივეკუთვნები, რომლის მშობლების უმრავლესობა ამას შეეწირა, ვინც ცოცხალია ვაი ამ სიცოცხლეს. სხვათაშორის ამ თაობას ოქროს თაობას უწოდებდნენ. ამ ზედმეტსახელს ისინი ამართლებდნენ გარეგნობით, ოჯახისშვილობით, განათლებით, ვაჟკაცობით, მაგრამ რა? უმრავლესობა ჩემთვის ავადსასხსენებელმა- ნარკოტიკმა შეიწირა. ჩემდა სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ მივიღებ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. საკმარისია!!!ლამაზი, ნიჭიერი და ჭკვიანი თაობების სიკვდილი ჩემთვის და ჩემი თანამოქალაქეებისთვის. ჩემი ცხოვრება ჯერ ნარკოტიკმა, შემდეგ უკვე პროგრამამ მხოლოდ ტკივილით აავსო. ეს ის თემაა, რაზეც მთელი ქალაქი ფეხზე უნდა დადგეს…შეუძლებელია პატარა ბიჭების აგრესიული გამომეტყველების ან მიძინებულ მდგომარეობაში ყურება (ეს ნარკოტიკის სახეობაზეა დამოკიდებული) და ჯერ რომ ვერ ხვდებიან რაში აქვთ თავი გაყოფილი…დროა მორჩეს იმ ხალხის “გაპიარება” ტელევიზიებით, მორალს გვიკითხავენ, რომ ნარკოტიკის მოხმარება ორგანიზმს თურმე სულაც არ ვნებს. რა თქმა უნდა იმ აზრსაც ვიზიარებ, რომ მომხმარებელს (ანუ ავადმყოფს) არ უნდა იჭერდნენ…

P.S. პროპაგანდა გინდათ?! ჯანმრთელ და ჯანსაღ ცხოვრებას გაუწიეთ, იქნებ გადავარჩინოთ ეს თაობა მაინც… და ძალიან გთხოვთ ნუ შემომიხტებით, რომ მარიხუანა კარგია და მისი მოწევა ათასში ერთხელ არაფერს ვნებს…“, – წერს ქარსელაძე.

იტვირთბა....