aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხუთი შვილის მამა და კიდევ ორი ადამიანი იმისთვის დაჭრა, რომ გართობაში ხელი შეუშალეს”: BASSIAN-ზე დაჭრილის მეუღლე

aviabiletebi
ავიაბილეთები

კლუბ “ბასიანის” დაცვის უფროსის მეუღლე ქეთი კალანდარიშვილი facebook-ზე პოსტს და მეუღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. როგორც კალანდარიშვილი წერს, ბრალდებული, რომელმაც სამი ადამიანი დაჭრა, მშვიდად დადის თბილისის ქუჩებში, რადგან აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის სანაცვლოდ, 30 000 ლარი გირაო გადაიხადა:

“ამ გამწარებულ გულზე ერთი სიმღერა მახსენდება, “მთავარია გქონდეს ფული, რომ არ იყო დაჩაგრული” და თუ ფული თავზე საყრელად გაქვს, შეგიძლია ადამიანიც გაწირო. ხუთი შვილის მამა და კიდევ ორი ადამიანი მხოლოდ იმისთვის დაჭრა სასიკვდილოდ, რომ მის გართობას ვიღაცამ ხელი შეუშალა… ეს ჩემი მეუღლეა, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და მადლობა ღმერთს. თუმცა პოტენციური მკვლელი თბილისის ქუჩებში ისევ მშვიდად დადის, რადგან 30 000 გადაიხადა და გაათავისუფლეს. სამი დღეა ჩუმად ვარ და ამის შესახებ არაფერი არ მითქვამს,რადგან იმედი მქონდა სამართალდამცველებისა და მთავრობის, თუმცა ეხლა ძალიან დაუცველად ვგრძნობ თავს” – წერს კალანდარიშვილი.

კლუბ “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე 13 იანვარს დაცვის უფროსი, დაცვის ერთი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრეს. ბრალდებული მალევე დააკავეს, თუმცა სასამართლომ ის 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გამოძიების ინფრმაციით, ბრალდებულია 1990 წელს დაბადებული თ.ქ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ერთ ერთი ბიზნესმენის შვილია.
მომხდარზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის. სსკ-ის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი – ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....