aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თამარ კორძაია: „მუხთარლის საქმემ საერთაშორისო ასპარეზზე უკვე შელახა საქართველოს იმიჯი“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია „მეტრონომთან“ საუბარში აცხადებს, რომ წარმოუდგენელი იყო თუ მუხთარლის თბილისიდან გატაცება „ქართული ოცნების“ წარმოამდგენლებისთვის სადაო საკითხი გახდებოდა.

თამარ კორძაია ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო ოდნავ მაინც შეინარჩუნებდა საერთაშორისო რეპუტაციას თავის დროზე შსს მინისტრი, რომ გადამდგარიყო.

„უკვე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კომენტარები ყოველგვარ ზღვარს გავიდა. მუხთარლის თბილისიდან გატაცება თუ სადაო გახდებოდა წარმოუდგენელი იყო. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმემ საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე უკვე იმოქმედა და ქვეყნის რეპუტაცია შეილახა. საქართველოს ხელისუფლება სირაქლემას პოზიციაში ჩადგა. ვითხოვდით მაშინ შსს მინისტრის პერსონალურ პასუხისმგებლობას. მინიმუმ მინისტრი რომ გადამდგარიყო, მაშინ მღებრიშვილი იყო ამ თანამდებობაზე, შეიძლებოდა, ოდნავ შეგვენარჩუნებინა იმიჯი საერთაშორისო დონეზე, მაგრამ არა თუ გადააყენეს, არამედ ახალი თანამდებობა მოუნახეს და ასე აპირებენ დააჯილდოვონ ის ადამიანები, ვინც ჩრდილს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე. ის, რომ აფგან მუხთარლი საქართველოდან გაიტაცეს სადავო არ არის, ეს საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა და თქვეს, რომ მწვანე ზონიდან იქნა ჟურნალისტი აზერბაიჯანში გადაყვანილი, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. გადახედონ მედიას და გაიხსენონ რა ხდებოდა მაშინ. სამწუხაროა და სავალალოა, რომ აბსოლუტურად, ამ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება არ ხდება და საქართველოს ხელისუფლება ბოდიშის მოხდასაც არ აპირებს“, განაცხადა კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირი აფგან მუხთარლის საქმეს გამოეხმაურა და საქმის გამჭირვალედ გამოძიების საჭიროებაზე გააკეთა აქცენტი. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში აღმოჩნდა და მას აზერბაიჯანულმა მხარემ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იტვირთბა....