aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამართალდამცავებმა განსკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულში ერთი პირი დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ა.ა., განსკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 32,03 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომელიც, ქიმიური ექსპერტიზის თანახმად, 19,45 გრამ ჰეროინს შეიცავს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....