aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამდენიმე საცხობში პური 5-10 თეთრით გაძვირდა: პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი

aviabiletebi
ავიაბილეთები

რამდენიმე საცხობში პური უკვე 5-10 თეთრით გაძვირდა, – ამის შესახებ პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტარიფიდან გამომდინარე მეწარმე იძულებულია პროდუქციის ფასი გაზარდოს, ან წონაში შეამციროს.

,,ტარიფები იზრდება და ეს მეწარმისთვის მტკივნეულია, რადგან სწორედ ტარიფიდან გამომდინარე ხდება პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება. ხოლო თუ მეწარმეს პროდუქციის თვითღირებულება გაეზარდა, ორი გზა რჩება – ან პროდუქციის ფასი გაზარდოს, ან წონაში შეამციროს,” – აღნიშნა დოლიძემ.

 

იტვირთბა....