aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხუხაშვილი: ხელისუფლება პანკისთან მიმართებაში კატასტროფულად იქცევა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი და ბიძინა ივანიაშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი, პანკისში სპეცოპრეციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება. მისი თქმით, პანკისის სპეცოპერაციის შედეგად 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას პანკისში სერიოზული გართულებები მოჰყვება. პოლიტოლოგიი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები კატასტროფულად იქცევიან. ხუხაშვილის აზრით, პრემიერი პანკისში უნდა ჩასულიყო.

“დაიღუპა ახალგაზრდა ადამიანი, ამას მოჰყვა სერიოზული გართულება პანკისში, რომლის შედეგები ასე რომ ვთქვათ როდის დადგება ჩვენ არ ვიცით. ხელისუფლება ამ შემთხვევაში იქცევა აბსოლუტურად კატასტროფულად. მე აქ მხედველობაში არ მაქვს სპეცსამსახურები, მხედველობაში მყავს პოლიტიკური ელიტა.

პრემიერმინისტრი მთავრობის სხდომიდან სიყვარულზე ესაუბრა პანკისის მოსახლეობას, ზოგადად ამ ადამიანს უყვარს სიყვარულზე ლაპარაკი. ის არის ქვეყნის პრემიერ-მინსიტრი ფორმალურად მაინც და არაფორმალურად მაინც ის იქ უნდა ჩასულიყო ან უახლოეს დღეებში მაინც უნდა ჩავიდეს, რომ ეს ძალიან სახიფათო პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს ამ ბზარის გაჩენასთან დაკავშირებით, რაღაცნაირად ყოველ შემთხვევაში შეეცადოს, რომ ჩააქროს”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა გუშინ დაკრძალეს.

შეგახსენებთ, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ის თავის არეში დაიჭრა. გამოძიება მას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირს ედავებოდა. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულია 4 პირი, ხოლო მოგვინებით ერთი კიდევ დააკავეს.

იტვირთბა....