aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ილია II: ცოტამ თუ იცის, რომ მარიკა ლორთქიფანიძეს მონაზვნად აღკვეცის სურვილი ჰქონდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ცოტამ თუ იცის, რომ მარიკა ლორთქიფანიძეს ბოლო დროს მონაზვნად აღკვეცის სურვილი ჰქონდა, თუმცა ეს ვერ განხორციელდა, მაგრამ ღვთის წინაშე კი სურვილიც შეიწირება”- ამის შესახებ  საქართველოს პატრიარქის ილია II-ის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.

მისი სამძიმრის წერილი სიონის საკათედრო ტაძარში აკედემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის სამოქალაქო პანაშვიდზე პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა.

“მსურს, გამოვხატო გულისტკივილი ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული ქალბატონის, მარიამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. იგი სამაგალითო იყო სიბრძნით, ცოდნით, მამულიშვილობით, ღვთის სიყვარულით. ცოტამ თუ იცის, რომ მას ბოლო დროს მონაზვნად აღკვეცის სურვილი ჰქონდა, თუმცა ეს ვერ განხორციელდა, მაგრამ ღვთის წინაშე კი სურვილიც შეიწირება. აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონი მარიამის უკვდავი სულისთვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი. ხოლო მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოგანიჭოთ მშვიდობა და ურყევი რწმენა იმისა, რომ ცხოვრება არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ჭეშმარიტი სიცოცხლისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ”, – აღნიშნულია პატრიარქის წერილში.

მარიკა ლორთქიფანიძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. აკადემიკოსი 95 წლის ასაკში 8 იანვარს გარდაიცვალა.

იტვირთბა....