aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაჩალიკაშვილის ადვოკატი: “ექსპერტიზაზე გაირკვევა რამდენად ახლო მანძილიდან არის ნასროლი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თემირლან მაჩალიკაშვილს სავარაუდოდ ხვალ დაკრძალავენ. მანამდე კი გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რომელსაც მაჩალიკაშვილების ოჯახის მიერ აყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილიც დაესწრება. ამის შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

“გაკვეთის პროცედურა ჯერ არ დაწყებულა, მოხდა ანაბეჭდების აღება. ეს მნიშვნელოვანი იქნება, რათა ხელყუმბარაზე თითის ანაბეჭდების იდენტობა დადგინდეს. სხვა პროცედურებს მინიმუმ სამი საათი დასჭირდება. ექსპერტიზაზე გაირკვევა რამდენად ახლო მანძილიდან არის ნასროლი, ან  ხომ არ არის ორჯერ ნასროლი. ასევე ჭრილობაში არის უცხო პატარა სხეული, რომლის საიდენტიფიკაციოთაც ექოსკოპია ჩატარდება“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ადვოკატის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასრულებისთანავე, მას პანკისში გადაასვენებენ და სავარაუდოდ  ხვალ დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ის თავის არეში დაიჭრა. დღეს დილით მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. გამოძიება მას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირს ედავებოდა. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულია 4 პირი.

 

იტვირთბა....