aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნიკოლეიშვილი: შეეძლო თუ არა მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ტყვიის გაჩერების ბოლო წერტილის დადგენით არის შესაძლებელი

aviabiletebi
ავიაბილეთები

დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში ისაუბრა.

„მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, არის სროლის მანძილი და ის, თუ რა პოზაში იმყოფებოდა თემირლანი სროლის დროს. შემდეგ იურისტებმა უნდა ააწყონ სურათი, შეეძლო თუ არა მას აეღო რაიმე საგანი. მაგრამ დღეს ცალსახაა, რომ ის ნამდვილად საწოლში იყო. საჭიროა საბოლოო წერტილის დადგენა, საიდანაც ტყვია არის ამოღებული. როდესაც მე ვნახე ის ადგილი, გამოჭრილია, ტყვია ამოღებულია, ამიტომ არ ვიცით ბოლო წერტლი, თუ სად გაჩერდა ტყვია. ამის შემდეგ უნდა მოხდეს ვიზირება და აღდგენა, ალბათ ამას გამოძიება გააკეთებდა, მაგრამ ბუნებრივია გვაინტერესებს, რომ იგივე ვნახოთ ჩვენც. შესაძლებელია რაღაც ეტაპზე მოხდეს იმ პარამეტრების მოცემა, რომელიც დღეს აქვს გამოძიებას.

ტყვიის ტრაექტორია გვაძლევს იმას, რომ გავიგოთ ეს ადამიანი ოდნავ წამომჯდარი იყო საწოლში თუ იწვა. ამიტომ გვინდა პარამეტრები, რაც გამოძიებას აქვს. გამოძიების მასალები ჩვენთვის უცნობია, ამიტომ ვერ გეტყვით სად იდო ხელყუმბარა და ვერ ვიტყვი მოახერხებდა თუ არა ის ხელყუმბარის აღებას. გამოძიებას აქვს რაღაც მასალები, რომლის წვდომაც აუცილებელია, ამის გარეშე ჩვენ მხოლოდ პოზაზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

იტვირთბა....