aviabiletebi
ვიდეო მსოფლიო

საუდის არაბეთში ექთნები ჩვილის დაცინვის ამსახველი ვიდეოს გამო სამსახურიდან გაუშვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექთნები, რომლებმაც მობილური ტელეფონით გადაიღეს, თუ როგორ დასცინოდნენ ჩვილს, სამსახურიდან გაათავისუფლეს. შემთხვევა საუდის არაბეთში რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც გამოცემა Mirror-ი იტყობინება, ექთნებს ლიცენზიაც ჩამოართვეს.

კადრებში აღწერილია, რომ ერთ-ერთი ექთანი ჩვილს აწვალებს, ხოლო მეორე კი ამ ყველაფერს იღებს, თან იცინის.

ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ ექთნების იდენტიფიცირება მოახდინეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ბავშვის მამა ამბობს, რომ ჩვილი 10 დღის განმავლობაში კლინიკაში ინფექციას მკურნალობდა, ხოლო როდესაც მან სოციალურ ქსელში აღნიშნული ვიდეო ნახა, შოკი მიიღო.

https://www.youtube.com/watch?v=ihOih2hUCg8

იტვირთბა....