ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ხვალ წინასასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ხვალ წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

ხვალინდელ სხდომაზე მხარეებმა უნდა იმსჯელონ დაუშვან თუ არა პროცესების მიმდინარეობისას საქმეში არსებული ესა თუ ის მტკიცებულებები.

ასევე ხვალინდელ სხდომაზე ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლაზე შუამდგომლობასაც დააყენებს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

 

 

ამავე თემაზე
ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....