aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩინეთის სანაპიროსთან, პანამის ნავთობის ტანკერი და ჰონგ-კონგის სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩინეთის მედია იუწყება, რომ ჩინეთის სანაპიროსთან პანამის ნავთობის ტანკერსა და ჰონგ-კონგის სატვირთო გემს შორის შეჯახების შედეგად 32 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

შემთხვევა 6 იანვარს ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, მდინარე იანძის სათავესთან მოხდა.

შეჯახების შედეგად ნავთობის ტანკერის ეკიპაჟთან კავშირი გაწყდა. აღნიშნული გემი ირანულ კომპანიას BRIGHT SHIPPING LIMITED-ს ეკუთვნის.

ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

იტვირთბა....