aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან სპეცრაზმელებს შორის მომხდარ შელაპარაკებაზე არ უსაუბრია

aviabiletebi
ავიაბილეთები

მალხაზ მაჩალიკაშვილმა “კურიერთან” საუბრის დროს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისმა უმცროსმა შვილმა გაიგონა, თუ როგორ ეჩხუბებოდა ერთი სპეცრაზმელი მეორეს გასროლის შემდეგ და როგორ ცდილობდა მისთვის იარაღის ჩამორთმევას.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ სპეცრაზმელს შეეშინდა, როდესაც თემირლანის ხელში მობილური ტელეფონი დაინახა, რაც გასროლით დასრულდა.

მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ კურიერთან გაკეთებულ ახალ განცხადებას ასე აფასებს: „არ ვიცი ეს ინფორმაცია, არც მასთან პირადად მისაუბრია და აქედან გამომდინარე, ვერ დავადასტურებ.

დაცვის მხარე აწარმოებს უკვე წინასწარ გამოკითხვას, რაც გადატანილი იქნება გამოკითხვის ოქმებზე. შესაბამისად, ვიდრე არ მექნება მოპოვებული მტკიცებულება ოფიციალურად, ვიდრე არ გავაკეთებთ გამოკითხვას, მე კომენტარისგან თავს შევიკავებ,“ – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა, მათ შორის დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილია.

იტვირთბა....