aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერმა საკუთარი აივანი საახალწლოდ მორთო

aviabiletebi
ავიაბილეთები

კახა კალაძე აქციაში „ერთად მოვრთოთ ქალაქი“ ჩაერთო.

თბილისის მერმა ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი საახალწლო ილუმინაციებით საკუთარი სახლის აივანი მორთო.

კალაძემ ვიდეომიმართვა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დღეს გაავრცელა.

“მეც ვიღებ მონაწილეობას აქციაში „ერთად მოვრთოთ ქალაქი“. დღეს ყველას გელოდებით დედა ენის ბაღში. შეგიძლიათ წამოიყვანოთ თქვენი პატარები, შვილები, შვილიშვილები. 20:00 საათზე, ნიაზ დიასამიძის კონცერტი იწყება და სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. ჩვენ მომავალშიც მოგვიწევს თანამშრომლობა და მე მაქვს თქვენი თანადგომის იმედი“- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ყოველ დღე დილის 10 საათიდან, ღამის 12 საათამდე, დედაენის ბაღში გახსნილი საახალწლო ქალაქი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მრავალფეროვანი გასართობი პროგრამაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის მერმა მოსახლეობას დასახმარებლად მიმართა და მოუწოდა, რომ ყველა საკუთარი სახლის აივანი და ფანჯარა საახალწლო ილუმინაციებით მორთოს.

Gepostet von Kakha Kaladze კახა კალაძე am Sonntag, 24. Dezember 2017

იტვირთბა....