aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საშინელი შემთხვევა: მატარებელი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა და ორ ნაწილად გაყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტრაგედია მოხდა საფრანგეთში. ქალაქ პერპინიანში მატარებელი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც არის მსხვერპლი. სამწუხაროდ, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

ამ ეტაპზე, ოთხი არასრულწლოვანის ცხედრის იდენტიფიკაცია და რამდენიმე დაშავებული მოსწავლის ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სკოლის ავტობუსი რელსებზე გადადიოდა. მატარებლის შეჯახების შედეგად, ავტობუსი ორ ნაწილად გაიყო.
ადგილზე ოპერატიულად გაჩნდა პოლიცია და სასწრაფო. გამოძიება დაიწყო, რომელიც ქუჩაში დამონტაჟებული კამერებიდან ამოღებულ კადრებს სწავლობს.

შემთხვევას გამოეხმაურა პრემიერი ედუარდო ფილიპე.

მან მწუხარება გამოთქვა მომხდარზე და თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.

იტვირთბა....