aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ქაოსი ექიმების კაბინეტებთან: „წამლების ფასები შემცირდეს…”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პროექტთან დაკავშირებით, რომლზეც მუშაობა 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის, შრომისა და სოციალური დაცვის სფეროების განვითარების გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გამართა.

“დღის წესრიგში დგას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემდგომი განვითარება, კერძოდ, წამლების ფასები შემცირდეს და სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს. ასევე მოხდეს ფარმაცევტული საქმიანობის, წამლების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესება. სოციალური მიმართულებით იგეგმება საპენსიო სისტემის, სოციალურ შემწეობათა სისტემის გაუმჯობესება,” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ცნობილი გახდა, რომ გეგმის ფარგლებში 3 წელზე გაწერილი კონკრეტული საკანონმდებელო ინიციატივები უკვე შემუშავებულია, რაც ჯანმრთელობის დაცვის, შრომის და სოციალური სფეროს განვითაებას ისახავს მიზნად.

ნამდვილად მისასალმებელი იქნება, თუ ეს ხედვები ქაღალდს გასცდება და რეალობად იქცევა, თორემ საზოგადოება უკვე აშკარად გამოთქვამს უმაყოფილებას კლინიკებში არსებული მდგომარეობის გამო.

გადასახედია დანერგილი სისტემა, რადგან არ შეიძლება თერაპევტიც და პედიატრიც ერთი და იგივე ექიმი იყოს, რომელთანაც ჩაწერაზე ერთდროულად იმყოფებიან ბავშვებიც და დიდებიც.

“კალაუბნის ქუჩაზე მდებარე ჯანმრთელობის ცენტრში ყოველთვის ერთი და იმავე სურათს ნახავთ – ექიმის კაბინეტთან დგანან დიდები, ბავშვები, მიღებაზე წინასწარ ჩაწერილები თუ რეგისტრატურიდან იმ დღეს გაგზავნილები. ერთი სიტყვით ქაოსია, რაც პაციენების და ბავშვებბის მშობლებზე უარყოფითად მოქმედებს. აღარაფერს ვამბობთ მედიკამენტების სარეკლამოდ ექიმთან ურიგოდ ხანგრძლივი ვადით შესულ აგენტებსა და “2 წუთით” შეხედილ სხვა ექიმებზე…”

 

იტვირთბა....