aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთაველის გამზირზე  საქართველოს მესამე პერეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილსი მხადამჭერი აქცია გაიმართა. აქცია სახელწოდებით “ღირსების მანიფესტაცია”, სააკაშვილის უკრაინაში დაკავებას და მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას აპროტესტებს.

პარტიის წევრის და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ოლიგარქიული მმართველობა დასრულდება როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. მისი თქმით, არცერთა საქართველოს სახელმწიფო უწყებას რეაქცია არ ჰქონია, ეს კი სამარცხვინო ფაქტია.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მისამართით მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.  ადგილზე მობილიზებულია შსს-სა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს, თუმცა მხარდამჭერებმა ის მიკროავტობუსიდან გამოიყვანეს. ბორკილდადებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი ხალხის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან გენერალური პროკურორის ბრალდებას ტყუილი უწოდა და მხარდამჭერებს მაიდანზე მშვიდობიანი აქციის გამართვისკენ მოუწოდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე აცხადებენ, რომ სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. პროკურატურა მას ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის გუნდს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები აფინანსებდნენ. კერძოდ, მან დაასახელა გაქცეული ოლიგარქი სერგეი კურჩენკო.

სააკაშვილისთვის წარდგენილი მუხლი სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

იტვირთბა....