aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტი: ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაში საზოგადოება გადამწყვეტ როლს თამაშობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას პრეზიდენტი ეხმაურება.

“ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაში გადამწყვეტ როლს თამაშობს საზოგადოება- როგორ რეაგირებენ და როგორ აღიქვამენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქალების მიმართ ძალადობის ფაქტებს,”- წერს გიორგი მარგველაშვილი.

ომბუდსმენის მოადგილის განცხადებით, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2017 წელს 9 თვეში 22 ქალი მოკლეს. ეკატერინე სხილაძე ამბობს, რომ შემთხვევათა ძირითადი მოტივი ოჯახური ძალადობა იყო.

მისივე თქმით, ამ პრობლემას ძალოვანი უწყებები ეფექტიანად ვერ უმკლავდებიან, რადგან მსხვერპლთა ნაწილმა მკვლელობამდე სამართალდამცველებს ძალადობის შესახებ არაერთხელ აცნობა.

თბილისში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კონფერენცია “ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მექანიზმები”, გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ დღის მიზანია, ცნობიერების ამაღლება, იმის შესახებ, რომ მთელს მსოფლიოში ხშირად ქალები გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და ძალადობის სხვა ფორმის მსხვერპლნი ხდებიან.

იტვირთბა....