aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ეგვიპტეში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა: მეჩეთზე თავდასხმას 235 ადამიანი ემსხვერპლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეგვიპტეში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 235 ადამიანი დაიღუპა, 130-მდე კი დაშავდა.

თავდასხმა ქალაქ ბირ ალ-აბედში, პარასკევის ლოცვის დროს მოხდა.

მეჩეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ რამდენიმე პირმა ოთხი მანქანიდან მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები სასწრაფო დახმარების მანქანებსაც ესროდნენ, რომლებითაც შემთხვევის ადგილიდან დაშავებულები გაყავდათ.

ჩრდილოეთ სინაის ნახევარკუნძულზე, ყველა საავადმყოფო გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.

თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეგვიპტის უპილოტო საფრენმა აპარტმა მეჩეთზე თავდასხმაში მონაწილე 15 ისლამისტი მებრძოლი მოკლა.

თავდასხმაზე პასუხისმგბელობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

იტვირთბა....