aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ძმაზე ძალადობაში ეჭვმიტანილ პირს ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მოს. გიორგი ზვიადაძე) ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული სოფ.დვაბზუში მცხოვრები 20 წლის ლ.ბ.-ს წინააღმდეგ წარმოებული საქმის წინასასამართლო სხდომა შედგა.

20 წლის ახალგაზრდას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ედება. გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში, შესაძლოა ბრალდებულს ერთი წლით თავიუსფლება აღეკვეთოს.

როგორც სასამართლო სხდომიდან ირკვევა, 25 მაისს ზარი 112-ში განახორციელა, ბრალდებულის ძმამ თ.ბ.-მ,რომლის მტკიცებითაც ურთიერთ შელაპარაკების საფუძველზე, ძმამ მის მიმართ იძალადა და სახეში გაარტყა. საქმის არსებითი განხილვა 6 დეკემბრისთვის ჩაინიშნა.

იტვირთბა....