aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჰააგის სასამართლო ავღანეთში სამხედრო დანაშაულების გამოძიებას დაიწყებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავღანეთში შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამ მოთხოვნით პროკურორმა ფატუ ბენსუდამ სასამართლოს ნებართვა სთხოვა. ინფორმაციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავრცელებს.

გამოძიების ფარგლებში ბრალდებულებად შესაძლოა დასახელდნენ თალიბები, ამერიკელი სამხედროები, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტო და ავღანეთის უშიშროების ძალები.

განცხადების თანახმად, ავღანეთში სამხედრო დანაშაულების შესახებ გამოძიებას პროკურორი 2006 წლიდან ატარებდა. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიების გაგრძელების აუცილებელობა შეიქნა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავღანეთში სისხლის სამსართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობას ეწინააღმდეგება.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო – პირველი მუდმივი სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის კომპეტენციაში შედის იმ პირების გასამართლება და დასჯა, რომლებსაც ბრალი ედებათ გენოციდში, სამხედრო დანაშაულებებში და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში.

ფატუ ბენსუდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებს იძიებს.

იტვირთბა....