aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტოკჰოლმის პოლიცია მამაკაცს ეძებს, რომელმაც ცეცხლი ცენტრში გახსნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სტოკჰოლმის პოლიცია მამაკაცს ეძებს, რომელმაც შვედეთში, სტოკჰოლმის ცენტრში ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Aftonbladet სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეჭვმიტანილის სამძებრო ღონისძიებებში პოლიციის 10 ავტომობილია ჩართული.

ქალაქის სტადიონზე ერთ-ერთი პირი დაჭრილი იპოვეს. მან პოლიციასთან კომუნიკაცია ვერ შეძლო.

ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან Porshe-ს მარკის ავტომობილით მიიმალა.

ჯერჯერობით თავდასხმის მოტივი და სხვა დეტალები უცნობია.

იტვირთბა....