aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კომპანია ‘’მხნეობას’’ ინსპექტირების შედეგად საწარმოო პროცესი შეუჩერეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

კომპანია ‘’მხნეობას’’ საწარმოო პროცესი შეუჩერეს. მიზეზი ინსპექტირების შედეგად აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობაა. საწარმოო პროცესის შეჩერებასთან ერთად, კომპანია 1000 ლარითაც დაჯარიმდა.

როგორც სურსათის ეროვნულ საააგენტოში აცხადებენ, კრიტიკული შეუსაბამობები ძირითადად სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებში აღმოჩნდა.

“ძირითადად რა დარღვევებიც დაფიქსირდა, ეს იყო სანიტარულ-ჰიგიენური დარღვევები, რის შედეგადაც, ჩვენ გავაჩერეთ საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორი დავაჯარიმეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესოპერატორს კონკრეტული ვადა არ აქვს მიცემული. როგორც კი გამოასწორებს, მას შეუძლია მოვიდეს სააგენტოში, მოგვმართოს წერილობით. ჩვენი სპეციალისტები მივლენ, გადაამოწმებენ და თუ, რა თქმა უნდა, გამოსწოერებული იქნება ის ყველა შეუსაბამობა, ჩვენ აღვადგენთ საწრამოო პროცესს“, – განაცხადა სურსათის უვნებლობის სააგენტოს თბილსიის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვასილ ბასილაძემ.

სურსათის უვნებლობის სააგენტოს ინფორმციით, 2017 წლის განმავლობაში პურპროდუქტების 20 ნიმუში აიღეს. 690-ზე მეტი კონრტოლის შედეგად, 134 ბიზნ ოპერატორი დაჯარიმდა. დაჯარიმების მიზეზი ეტიკეტირების წესების დარღვევა იყო.

შეგახსნებეთ, რომ მოქალაქე ამტკიცებდა, რომ პურში თაგვი აღმოაჩინა. მისი თქმით, პური ნუცუბიძის პლატოზე მდებარე „ნიკორას“ მაღაზიაში შეიძინა. კითხვაზე, თუ რატომ ვარაუდობს, რომ პურში თაგვი იყო, ის ამბობს, რომ ეს აუტანელი სუნიდან გამომდინარე დაასკვნა.

როგორც დაზარალებულმა აღნიშნა, კომპანიას თავადაც დაუკავშირდა, თუმცა საპასუხოდ მათ პურის უკან დაბრუნება ურჩიეს. პურის ეტიკეტის მიხედვით, პროდუქტი კომპანია „მხნეობას“ ეკუთვნის.

იტვირთბა....