aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ხვალ თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარების საწინააღმდეგო კამპანია გაიმართება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხვალ,  14:00 საათზე, კიკვიძის პარკში თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ კამპანია გაიმართება. პარკში საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესის დღეს მოაწყობენ.

ღონისძიებაში 300-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართება ფიტნეს-აქტივობები და სხვადასხვა ტიპის სპორტული შეჯიბრებები, სახალისო თამაშები.  გამარჯვებულები კი მიიღებენ სიმბოლურ პრიზებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებს  თამბაქოსა და ნარკოტიკების მავნებლობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მასთან დაკავშირებული აქტივობების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ.

აღნიშნული ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის, “ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლებში,” ფარგლებში ტარდება.

იტვირთბა....