aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

The Washington Post-ი გურამ კაშიას წინააღმდეგ კამპანიაზე სტატიიას აქვეყნებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი გურამ კაშიას წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს.

სტატიის სათაური ასეთია: – “საქართველოს ფეხბურთის ვარსკვლავს ლგბტ თემის სამკლაურის გაკეთების გამო გუნდის დატოვებას სთხოვენ”.

ტექსტში “ასავალ-დასავალის” სტატიაც მოხვდა, რომლის ავტორიც გურამ კაშიას ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის ეროვნული ნაკრებიდან გარიცხვას მოითხოვს.

The Washington Post-ის ჟურნალისტი, მარისა ფეინი აღნიშნავს, რომ საქართველოში, რომელიც ნიდერლანდებისგან 3700 კილომეტრითაა დაშორებული, გურამ კაშიას სამკლაურმა პროტესტი გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით 16 ოქტომბერს იასპარეზა, რის გამოც საქართველოს მოქალაქეების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა.

მოგვიანებით, ფეხბურთელმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვყენდა, სადაც ეწერა: “ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იგებს”.

გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს კოლეგებმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ასევე, სპორტულმა ჟურნალისტებმაც. გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.

იტვირთბა....