aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას”: პრეზიდენტი ნიუ-იორკის ტერაქტზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და ხალხს თანადგომას უცხადებს. ის აღშფოთებას გამოთქვამს ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო.

„უკიდურესად აღშფოთებული ვარ ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამ მძიმე წუთებში, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, თანადგომას ვუცხადებ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და ხალხს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მანჰეტენზე, ველობილიკზე მინიავტობუსის შევარდნის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, რვა ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.

იტვირთბა....